სამედიცინო სასწავლებელი

ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელი დაარსდა 1928 წელს ქუთაისის “საფერშლო-სამეანო“ სკოლის სახელწოდებით, იგი დაარსებულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის კომისარიატის მიერ. 2001 წლის 12 მარტს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს ბრძანება №47-ით მის ბაზაზე დაარსდა შპს “ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელი“ სახელმწიფო 100%-იანი წილით. 2012 წლის აპრილში სასწავლებელი გადავიდა კერძო საკუთრებაში, მას პროფილი არ შეუცვლია და თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და დებულების საფუძველზე. შპს “ქუთაისის სამედიცინო სასწავლებლის“მისამართია ქუთაისი, კიევის ქ. №10. დაწესებულების დირექტორია - კიტა ჭაჭიაშვილი. 2014-2015 სასწავლო წლიდან სასწავლებელი აწარმოებს პრაქტიკოსი ექთნის და ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას.


ფოტო და ინფორმაცია მოძიებულია ინტერნეტიდან: 
ვებ-გვერდის მისამართი: http://www.kutmedcollege.ge/katalogi.html

Комментариев нет:

Отправить комментарий