წარმატებული ადამიანები

1.ბორის ბუკია  
    ბორის სიმონის ძე ბუკია დაიბადა 1907 წლის 13 აპრილს,თბილისში.1931 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის საინჟინრო ინსტიტუტი და იმავე ინსტიტუტში დატოვებული იქნა ასისტენტად.
   ბორის ბუკია იყო ქუთაისის საავტომობილო ქარხნისმშენებლობის ორგანიზატორი და პირველი დირექტორი. იგი ავტოქარხნის დირექტორად 1945 წლის 20 ივნისს,საქართველოშისაავტომობილო მრეწველობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს სახალხო კომისარიატის ბრძანებით დაინიშნა.
   1961 წელს მიენიჭა ''საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინრის'' წოდება.
   ბორის ბუკია გარდაიცვალა 1967 წელს.

 2.შალვა კიკნაძე 
    შალვა დავითის ძე კიკნაძე დაიბადა 1913 წლის 22 ნოემბერს,ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში.
    1956 წლის 14 ივნისიდან 1965 წლის 6 ივნისამდე იგი ქუთაისის საავტომობილო ქარხნის დირექტორი იყო.
     შალვა კიკნაძე ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე ნაყოფიერი მუშაობისთვის დაჯილდოებულია მთავრობის უმაღლესი ჯილდოებით.
    გარდაიცვალა 2006 წელს.
3.გიორგი კობალაძე
   გიორგი ბარნაბის ძე კობალაძე დაიბადა 1924 წლის 6 მაისს,თბილისში.
   საქართველოს სს სახალხო მეურნეობის საბჭოს  1965 წლის 7 ივნისის დადგენილებით გიორგი კობალაძე  ქუთაისის საავტომობილო ქარხნის დირექტორად დაინიშნა.
     მინიჭებული ჰქონდა ''საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინრის'' საპატიო წოდება.
    გიორგი კობალაძე გარდაიცვალა 1992 წელს.

4.ვახტანგ ხარებავავახტანგ ივანის ძე ხარებავა დაიბადა 1920 წლის 1 ივნისს,სამტრედიის ონის სოფელ კულაშში.
   1961  წელს დანიშნეს ქუთაისის საავტომობილო ქარხნის დირექტორად.     დაჯილდოებული იყო ლენინის ორი, ''ხალხთა მეგობრობის'', ''შრომის წითელი დროშის'', ''ოქტომბრის რევოლუციის'' ორდენებითა და მრავალი მედლით.
     გარდაიცვალა 1999 წელს.
5.თენგიზ გენძეხაძე    თენგიზ ლევანის ძე გენძეხაძე დაიბადა 1928 წლის 11 მაისს, ქ.ქუთაისში.1950 წელს დაიწყო მუშაობა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში.
   1983 წლის 6 იანვრიდან 1987 წლის 19 იანვრამდე - ქარხნის გენერალური დირექტორი იყო.
     ქარხანაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომისათის დაჯილდოებულია ''ოქტომბრის რევოლუციის'' და ''შრომის წითელი დროშის'' ორი ორდენით
6.შოთა ლეჟავა    აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიოანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირი.
 
7.პეტრე ჩხობაძე
   
 ქუთაისში მოღვაწე გენერალი.
8.მერაბ ძოძუაშვილი
    
1980 წელს ავღანეთში დაღუპული გმირი.
9.გურამ და ვახტანგ ფრუიძეები
    
გურამ და ვახტანგ ფრუიძეები. გურამი აკადემიკოსი იყო ,მისი ძმა ვახტანგი სოხუმის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის რექტორი (შემდეგ გააგრძელა ქუთაისის ფილიალში),პროფესორი იყო.

 ინფორმაცია მოგვაწოდეს ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებმა.

ავტორი: ანი ონიანი.

Комментариев нет:

Отправить комментарий