საავადმყოფო


,,ოთარ ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრი'' მდებარეობს პ.ჩხობაძის ქ. N16-ში. საავადმყოფოს ისტორია იწყება 1945 წლიდან. პირველად ჩამოყალიბდა საავტომობილო ქარხნის პუნქტი (გამგე ივანე ნემსაძე),ამავე წელს გაიხსნა ათ საწოლიანი სტაციონარი,შემდეგ კი საექიმო ჯან-პუნქტი.1946 წელს სამალარიო პუნქტი და სანიტარული სამედიცინო სამსახური.
     1950 წელს საქართველოს ჯანმრთელობის  მინისტრის ბრძანებით გაერთიანდა ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ყველა სამკურნალო დაწესებულება და ეწოდა ქალაქის N2 საავადმყოფოს გაერთიანება, სადაც ჩამოყალიბდა ქირურგიული(15 საწოლზე), თერაპიული(25 საწოლზე), ყელ-ყურ-ცხვირის და სამალარიო, (შესაბამისად 10 და 5 საწოლზე) განყოფილებები.ჯანმრთელობის სამსახურში ჩადგა 127 მედიცინის მუშაკი.
     1958 წლიდან ქ.ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მთავარ ექიმად დაინიშნა გამორჩეული პიროვნება და ორგანიზატორობის ნიჭით დაჯილდოებული ოთარ ჩხობაძე.ის იყო დამსახურებული ექიმი,საბჭოთა კავშირის სახალხო ექიმი,შრომის დროშის და ღირსების ორდენების მფლობელი. მისი მნოღვაწეობის პერიოდში ავტოქარხანაში უძლიერესი სამდიცინო დაწესებულება ჩამოყალიბდა, მასში შედიოდა მრავალპროფილიანი სტაციონარი 450 საწოლზე,პოლიკლინიკა,ჯან-პუნქტები და პათოლოგიური ცენტრი.
     საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ რეორგანიზაცია მოხდა და საავტომობილო ქარხნის საავადმყოფოს ნაწილი ინვალიდთა რეაბილიტაციის რეგიონალურ ცენტრად გადაკეთდა
. ამ უმძიმეს პერიოდში ცენტრი უფასო დახმარებას უწევდა მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს - ინვალიდებს.
     ამჟამად სტაციონარი გაშლილია 86 საწოლზე და მას ხელმძღვანელობს ექიმი არჩილ მუკბანიანი.დაწესებულებას ამჟამინდელი სახელი მიენიჭა 1998 წელს.

ინფორმაცია მოძიებულია საავადმყოფოს მედ-პერსონალისგან და წიგნიდან ,,ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მატიანე'' (ავტ. ლიანა იობიძე, 2007წ. სტამბა შპს ,,საქართველოს მაცნე'', ქ. თილისი).

 ავტორი: ანი ონიანი

2 комментария: