კადეტთა ლიცეუმი


საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებით ქალაქ ქუთაისში საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დაფუძნდა. 2010 წლის 13 სექტემბერს ლიცეუმი საზეიმოდ გაიხსნა.




 ლიცეუმი ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, სამხედრო მომზადებასა და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას საშუალო საფეხურზე  ეროვნული  და ლიცეუმის სასწავლო გეგმის შესაბამისად. 
      სწავლება  სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის და დამატებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს. სასწავლებელი პანსიონური ტიპისაა და კადეტებს საცხოვრებელი პირობებით, სამედიცინო მომსახურებით, კვებით და სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს.
     ლიცეუმის მისიაა აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნება. დაამკვიდროს ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩამოუყალიბოს კადეტებს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება, კულტურულ ფასეულებათა პატივისცემა, კადეტის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობის გაცნობიერება.
     ხელი შეუწყოს ინოვაციური, თანამშრომლობითი, სამართლიანი კონკურენციისა  და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო ყველა პირობების შექმნას.
    ,,ეროვნული სასწავლო გეგმის”, ,, ზოგადი განათლების შესახებ კანონის, ლიცეუმის წესდების და შინაგანაწესის დაცვით უზრუნველყოს თანაბარი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა. ლიცეუმის კადეტთა ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის ადაპტირება, სამხედრო და სამოქალაქო ასპარეზზე სამშობლოს სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებელად საფუძველის შექმნა.


 მოცემული ინფორმაცია მოძიებულია ინტერნეტიდან.
ვებ-გვერდის მისამართი: https://cadet.mod.gov.ge/page/lyceum-mission

ავტორი: ქეთი ვეფხიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий