საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო

    საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ქუთაისში მდებარეობს ავტომშენებლის 33-ში.


    ამ შენობას საძირკველი ჩაეყარა 1956 წელს და  ორ წელიწადში აშენდა კულტურის სახლი,სადაც ჩქეფდა კულტმასობრივი მუშაობა.ჩამოყალიბდა მუშა-მოსამსახურეთა დასვენების საუკეთესო ფორმები.მოსწავლეებს საშუალება მიეცათ თავიანთი ნიჭისა და მისწრაფების მიხედვით გაერთიანებულიყვნენ სასურველ წრეში.მრავალი სპექტაკლი დაიდგა ამ სცენაზე.
     1970-იან წლებში კულტურულ-მასობრივი მუშაობის კიდევ უკეთ წარმართვისთვის მოხდა კულტურის სახლის შენობის რეკონსტრუქცია და ორსართულიანი,მაღალჭერიანი,უზარმაზარი ფოიეთი,მაყურებლის ორი დარბაზით,წრეებისათვის განკუთვნილი ოთახებით იგი გახდა სულიერი დასვენებისა და შემოქმედების კერა,სადაც კულტურული ცხოვრება დუღდა.
      1992 წელს კულტურის სახლის დიდი ნაწილი დაიწვა.განადგურდა ინტერიერი,ჭაღი,დარბაზები.ის ცეცხლი,რომლის გახურება ათეული წლების მანძილზე ყველას  ათბობდა,მინელდა.
      1993 წელს მოხდა შენობის აღდგენა-რეაბილიტაცია და მასში განთავსდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ინფორმაცია მოწოდებულია ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის მიერ.

 ფოტოების და ინფორმაციის ავტორი:ქეთი ვეფხიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий