ქუჩები

1.ბუკიას ქუჩა

    ბუკიას ქუჩას სახელი ეწ
ოდა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის პირველი დირექტორის,ბორის ბუკიას საპატივცემულოდ.

2.ლეჟავას ქუჩა

    ქუჩა წარმოქმნილია 20-ე საუკუნის 40-იანი წლების მეორე ნახევარში ავტოქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებული დასახლებით. 1993 წელს მიენიჭა აფხაზეთში,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქუთაისის მკვიდრის,შოთა ვლადიმერის ძე ლეჟავას სახელი.


3.ჩხობაძის ქუჩა


    ქუჩა წარმოქმნილია 20-ე საუკუნის 40-იანი წლების მეორე ნახევარში ავტოქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებული დასახლებით. 1997 წელს ქუთაისში მოღვაწე გენერლის,პეტრე ჩხობაძის სახელი ეწოდა.


4.კიკნაძის ქუჩა


    ქუჩას სახელი ეწოდა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის ერთ-ერთი დირექტორის(1956-1965),შალვა კიკნაძის  პატივსაცემად.


5.ძოძუაშვილის ქუჩა


    ქუჩა წარმოქმნილია 20-ე საუკუნის 50-იანი წლების პირველ ნახევარში ავტოქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებული განაშენიანების შედეგად.2010 წელს - 1980 წელს ავღანეთში გმირულად დაღუპული მერაბ ძოძუაშვილის სახელი ეწოდა.


6.ვ.ხარებავას ქუჩა


     ქუჩას სახელი დაერქვა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის ერთ-ერთი წარმატებული დირექტორის,ვახტანგ ხარებავას პატივსაცემად.


7.ძმები ფრუიძეების ქუჩა


    ქუჩას სახელი ეწოდა აკადემიკოსი და პროფესორი ძმების, გურამ და ვახტანგ ფრუიძეების პატივსაცემად.


   ავტოქარხნის მუნიციპალიტეტში 53-მდე ქუჩაა, თუმცა ინფორმაცია მოვიძიე მხოლოდ ჩვენი უბნის მიდებარე ქუჩებზე.


   ინფორმაცია მოგვაწოდეს ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებმა.


ავტორი:ანი ონიანი

Комментариев нет:

Отправить комментарий