მდინარე ოღასკურა

ერთი შეხედვით წყნარი და თითქოს უვნებელი პატარა მდინარე ოღასკურა სკოლის მიმდებარედ ჩამოედინება. წვიმის დროს კალაპოტიდან გადმოდის და იტბორება მთელი დასახლება, რომელიც საშიშროებას უქმნის სკოლის და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს.
ადიდებული მდინარე არაერთხელ გამხდარა ავარიის მიზეზი და მოზარდების საფრთხის შემცველი.მდინარეს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილიც ნაგვის საყრელად იყენებს და აბინძურებს გარემოს.
სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდების მიერ ხშირად ჩატარებულა გაწმენდითი სამუშაოები, მაგრამ მდინარე ითხოვს კალაპოტის გაწმენდას ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
სკოლის მოსწავლეების და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრების მიერ პერიოდულად ვატარებთ და მომავალშიც ჩავატარებთ დასუფთავების აქციებს, მივაწოდებთ მოსახლეობას ინფორმაციებს ბუკლეტების საშუალებით თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია დაბინძურებულ გარემოს ჯანმრთელობისათვის. ამისათვის საჭიროდ ვთვლით ადგილობრივი მუნიციპალური ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელების, გარემოსდაცვითი სამსახურის წარმომადგენლების დახმარებით მდინარის კალაპოტის გაწმენდა მოვახდინოთ მუნიციპალურ ტერიტორიაზე მდებარე სხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად.





ფოტოს და ინფორმაციის ავტორები: ანი ონიანი და დიანა მუშკუდიანი

Комментариев нет:

Отправить комментарий