პროფესიული სასწავლებლები

N4 პროფ.სასწავლებელი 1941 წლს ქუთაისში მშენებარე საავიაციო ქარხნის ბაზაზე შეიქმნა, რომელიც განთავსებული იყო რკინიგზის მე-12 სკოლის შენობაში. 1943 წელს სასწავლებელი გადაკეთდა N13 სარკინიგზო სახელოსნო სასწავლებლად. როცა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მშენებლობა დაიწყო, სასწავლებელს დაევალა საპატიო მისია - კვალიფიციური კადრების მომზადება. მთელი კოლექტივი და მოსწავლე-ახალგაზრდობა აქტიურად მონაწილეობდა ქარხნისა და მის გვერდით საძირკველჩაყრილი სასწავლებლის ახალი კორპუსის მშენებლობაში.
    1946 წლიდან სასწავლებელი საავტომობილო ქარხნის ბაზაზეა და ახალი სახელიც დაერქვა -
N4 სახელოსნო სასწავლებელი(რესპუბლიკაში რიგით მეოთხე).
    საამაყოა ის ფაქტი,რომ 1956 წლის 18 აგვისტოს პირველი ქართული ავტომობილი კონვეიერიდან ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულმა ბორის ვაშაკიძემ ჩამოიყვანა,რომელიც შემდეგ შრომის გმირიც გახდა, მისი შვილი, ქალბატონი ლალი ვაშაკიძე ამჟამად ჩვენი სკოლი წარმატებული პედაგოგია.
     სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა განამტკიცა 1999 წელს ავტოქარხნიდან გადმოტანილმა ტექნიკურმა ხაზმა.
      სასწავლებლის დირექტორები იყვნენ: კონსტანტინე ურუშაძე, გიორგი ნოდია, გივი ფერაძე, არჩილ ნუცუბიძე, გრიგოლ ჯიშკარიანი, თენგიზ ცირამუა, ბადრი ლოსაბერიძე.
     1993 წლიდან
სასწავლებელს ერქვა ,,მანქანათმშენებლობისა და ტრანსპორტის ლიცეუმი'',რომლის დირექტორი გახლდათ გოჩა არსენიძე.
     2007 წელს აღნიშნული ლიცეუმი ხანძრის შედეგად განადგურდა.




N112 პროფ.სასწავლებელი ქარხნისათვის კვალიფიციურ მუშებს - ხარატებს, მღარავებს, ამკრებ ზეინკლებს, ჩარხ-დანადგარების შემკეთებლებს, ტექნიკურ კონტროლიორებს ამზადებდა.1994 წლიდან მდებარეობდა ხარებავას ქუჩა N52-ში. დირექტორი და დამაარსებელი იყო რუსლან ჭილაძე(ქალაქის N9 სკოლის დირექტორი). 2006 წლამდე სასწავლებელს ხელმძღვანელობდა იოსებ ფხაკაძე. შემდგომ ლიცეუმი გადაკეთდა N48 საჯარო სკოლად და ის შეუერთდა N4 პროფ.სასწავლებელს.
      ამჟამად N112 პროფ.სასწავლებლის შენობაში ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები.




 ფოტოები გადაღებულია ჩემ მიერ, ხოლო ინფორმაცია მოგვაწოდეს ლიცეუმების ყოფილმა თანამშრომლებმა.
ფოტოების და ინფორმაციის ავტორი: ანი ონიანი

Комментариев нет:

Отправить комментарий