ავტოქარხნის მდებარეობა




    ავტოქარხნის დასახლება განთავსებულია მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. მისი ფართობი 630 ჰა-ს წარმოადგენს. მდებარეობს გზაგამტარ ხიდს, სოფელ მაღლაკს, წყალტუბოს და ქვიტირის გზატკეცილებს შორის. 
  დასახლებაში არის 53 ქუჩა. ცენტრალური მაგისტრალი არის ავტომშენებლის გამზირი.
გამზირის მარჯვენა მხარეს არის რკინიგზა, სადაც მოძრაობს მატარებელი ქუთაისი-წყალტუბოს მიმართულებით, ასევე ე.წ. გორა-საქუსლიაზე მდებარეობს სასაფლაო. დასახლებაში არის უამრავი სავაჭრო დაწესებულება და ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები.

 ინფორმაცია მოგვაწოდეს ავტოქარხნის ადმინისტრაციული  ერთეულის თანამშრომლებმა.

ავტორი: ქეთი ვეფხიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий